მონაწილე გამოდის სტარტის ხაზზე და ძაღლი უჭირავს საყელურით. მოკლე სატარებელი უჭირავს მისთვის სასურველ ხელში. მსაჯის სიგნალის შემდეგ ხაზზე გამოდის “დამნაშავე”, რომელსაც აცვია ხალათი. ის მირბის ძაღლის მიმართულებით აღნიშნულ ადგილამდე, ახორციელებს გასროლას, ბრუნდება და გარბის.
როგორც კი “დამნაშავე” ბრუნდება და გარბის, მონაწილეს აქვს უფლება გაუშვას ძაღლი, რათა მან ის დააკავოს. ძაღლი ეწევა, ახორციელებს დაკავებას. დაკავების დროს “დამნაშავე” ახორციელებს ერთ გასროლას, რის შემდეგაც ის წყვეტს წინააღმდეგობას, წვება და იყუჩება.
ამ მომენტისათვის მონაწილე მირბის დანიშნულ ადგილას და ბრძანებით ან მექანიკური მოქქმედებით აცილებს ძაღლს “დამნაშავეს”. შემდეგ ძაღლთან ერთად მიდის მითითებულ ადგილას, “დამნაშავე” კი დგება მისთვის განკუთვნილ ადგილზე.
ბრძანება “ხელები მაღლა”, ხორციელდება “დამნაშავის” ჩხრეკა, ჩამოერთმევა იარაღი. “დამნაშავე”წვება და არ ინძრევა. მონაწილე ძაღლს აძლევს ბრძანებას “უყარაულე”, თვითონ კი ბრუნდება მითითებულ ადგილას, აბარებს იარაღს და იქ იმყოფება გარკვეულ დროს.
მსაჯის განკარგულების შემდეგ მონაწილე გამოდის “საფარიდან” და მოქმედებს სიტუაციიდან გამომდინარე:
_ თუ დამრღვევი წევს, ძაღლი კი მას დარაჯობს, ამ შემთხვევაში მონაწილე მიდის ძაღლთან:
_ თუ “დამნშავე” გარბის , ძაღლი უნდა გაეკიდოს მას დასაკავებლად. მონაწილე მისდევს ძაღლს დაკავების ადგილზე, რათა მოაცილოს “დამნაშავეს.”
შემდეგ მიმდინარეობს კონვოირება მსაჯამდე.მონაწილეს მიყავს ძაღლი მოკლე სატარებელით და ტოვებს მოედანს.
საჯარიმო ქულები:
_ ძაღლი არ ამჟღავნებს ძლიერ დაკავებას, ფლეგმატურია, ზანტია და არ ინტერესდება მუშაობით _40 ქულა,
_ ძაღლმა დააკავა “დამნაშავე” წელის არეში და ქვემოთ _ 20 ქულა,
_ შიშის გასროლის შემდეგ:
ძაღლი უშვებს “დამნაშავეს” და შემდეგ ისევ უტევს _ 25 ქულა
ძაღლი უშვებს “დამნაშავეს” და ახლიდან აღარ უტევს _ იხსნება გამოცდიდან _ ძაღლის მოცილება მექანიკური ზემოქმედებით _ 5 ქულა,
_ ყოველი ხელმეორე მცდელობა ჩხრეკვისას _ 5 ქულა, (ხელმეორე მცდელობაა როდესაც ძაღლი წვდება “დამნაშავეს”, სანამ მონაწილე დაამთავრებს მის ჩხრეკვას მონაწილეს ნებისმიერი მეთოდით გაჰყავს ძღლი განკუთვნილ ადგილას)
_ ძაღლი მესამე ცდის შემდეგაც არ მისცა ჩხრეკვის ჩატარების საშუალება_ 25 ქულა
_ ძაღლი არ ყარაულობს “დამნაშავეს” _ 25 ქულა (განმეორებითი ცდები არ არის)
_ ძაღლი არ კონვოირებს “დამნაშავეს” _ 10 ქულა (განმეორებითი ცდები არ არის)
_ ძაღლი არ აკავებს “დამნაშავეს” გაქცევისას _ იხსნება გამოცდიდან.
საკუთარი ნივთის არჩევა (მაქსიმალური ქულა _ 50)
მონაწილე ძაღლთან ერთად იმყოფება სტარტზე, ტოვებს ძაღლს ხაზზე და მიდის მსაჯთან, იღებს საგანს, უჭირავს ხელში ერთი წუთის განმავლობაში, შემდეგ დამხმარე დებს ამ საგანს კვადრატში, სადაც მოთავსებულია ბევრი ერთნაირი საგანი. ერთი წუთის შემდეგ იწყება ძებნა.
მეორე ცდა არ არის. ზანტი, ნელი მუშაობა _ ჯარიმა 20 ქულა. შესაძლებელია შემდეგი ბრძანებების გაცემა (სანამ ძაღლი შევა კვადრატში): ეძებე, დაყნოსე, ჩემთან და აპორტი. ნივთის ძებნაზე დაშვვებულია მაქსიმუმ 1 წუთი.
თუ ძაღლი გავიდა კვადრატის ფარგლებს გარეთ და აგრძელებს ძებნას _ არ ჯარიმდება.
ძაღლი გავიდა კვადრატიდან არ ეძებს (უბრალოდ დარბის, დადის და ა.შ.) და 5 წამში არ დაბრუნდა და არ დაიწყებს ძებნას _ მოიხსნება გამოცდიდან.
ხარისხი საყარაულო-დაცვის სამსახურში
ძაღლმა დააგროვა 50-დან 100 ქულამდე და ვერ მოახერხა არჩევა _ ქალაქის ძაღლის ჩათვლა.
ძაღლმა დააგროვა 50_დან 70 ქულამდე და მოახერხა არჩევა (მინიმუმ 30ქულა) – III ხარისხი.
ძაღლმა დააგროვა 75-დან 10 ქულამდე და მოახერხა არჩევა (მინიმუმ 30ქულა) - II ხარისხი.
ძაღლმა დააგროვა 75-დან 100 ქულამდე და მოახერხა არჩევა (მინიმუმ 5 ქულა) – I ხარისხი.
FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE