14-2-2018

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მემორანდუმები გაფორმდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას შორის, ასევე მერიასა და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

Mobirise

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა მიზანად ისახავს მცხეთის მუნიციპალიტეტში შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას და ახალი ტურისტული პრიდუქტის შექმნას, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას, რომელიც ასევე მოიცავს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირების ხელშეწყობას. 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობა კი მიზნად ისახავს მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების, მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო ღონისძიებების შემუშავებას, ერთობლივი ინიციატივისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში აუცილებელი თანამშრომლობის განხორციელების მიზნით.

Mobirise

ხელმოწერის ცერემონია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა და ესწრებოდნენ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ხელმძღვანელი რევაზ მამულაშვილი და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები.

Mobirise

FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE

გააზიარეთ თქვენს გვერდზე!!!

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება

© Copyright 2021 bagineti.ge All Rights Reserved.

https://mobirise.com free site builder